მთავარი გვერდი ჩვენს შესახებ პროექტები განყოფილებები ინვესტიციები გალერეა კონტაქტი      
2017-05-01
   პირველად საქართველოში შესწავლილი იქნა ასკანის ბენტონიტური თიხების მხურავი ქანის ტრაქიტებიდან კალიუმის ნაერთებისა და პროლონგირებული ბიოსასუქის მიღების შესაძლებლობა; დადგენილი იქნა, რომ შესასწავლი ტრაქიტის სინჯები მიეკუთვნებიან მინდვრის შპატებს. მიკროორგანიზმების ბანკის შესაქმნელად ტრაქიტებიდან გამოყოფილია სილიკატური ბაქტერიების  აქტიური შტამები; დადგენილი იქნა ტრაქიტების ბაქტერიული გამოტუტვის პროცესის ოპტიმალური პარამეტრები; შესწავლილი იქნა ნედლეულის დაშლის კინეტიკა და გამოტუტვის პროცესის გააქტიურების შესაძლებლობები სხვადასხვა სახის დანამატების გამოყენებით, შედარებითი ანალიზისათვის შესწავლილი იქნა ტრაქიტებიდან კალიუმის ნაერთების მიღების არსებული და ახალი ქიმიური მიმართულებანი: დადგენილი იქნა, რომ მჟავური გამოტუტვა უფრო ეფექტურია, ვიდრე ტუტე გამოტუტვის პროცესი; შესწავლილია ტრაქიტების გამოტუტვით მიღებული სუსპენზიის ფილტრაციის რეჟიმი და ხელშემწყობი პირობები კალიუმის ოქსიდის მაქსიმალური გადასვლისათვის; დადგენილია სორბენტ-ცეოლითის გამოყენების შესაძლებლობა ტრაქიტის გამოტუტვის შედეგად ხსნარში გადასული კალიუმის ოქსიდის ამოწვლილვისათვის; პირველად საქართველოში კალიუმის ნაერთით სორბირებული მასის გამდიდრებით სილიკატური ბაქტერიებით მიღებულია კალიუმიანი პროლონგირებული ბიოსასუქი; მიღებული პროდუქტის გამოცდამ ღია და დახურული გრუნტის პირობებში გამოავლინა მიღებული პროდუქტის ეფექტურობა; შედარებითი ანალიზის საფუძველზე დადგენილ იქნა ტრაქიტების გადამუშავების ბიოტექნოლოგიური მეთოდი მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებლებით ხასიათდება, ქიმიურ მეთოდთან შედარებით; დადგენილი იქნა ტრაქიტების ბაქტერიული გამოტუტვის შედეგად მიღებული სუსპენზიიდან სოდა-პ[ოტაშის პროდუქტის მიღების შესაძლებლობა; დადგენილია, რომ ნარჩენის (კეკის) გამოყენება დანამატის სახით ცემენტის წარმოებაში, ზრდის მის სიმტკიცეს, შემუშავებულია ტრაქიტების ბაქტერიული გადამუშავების უწყვეტი, უნარჩენო ტექნოლოგიური სქემა. საქართველოს ტრაქიტების ბუნებრივი და ტექნოლოგიური ნარჩენებიდან მრეწველ;ობისათვის და სოფლის მეურნეობისათვის დეფიციტური კალიუმის ნაერთების მიღების უნარჩენო ტექნოლოგიური სქემის შემუშავებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც მრეწველობისათვის, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის, რადგან აღნიშნული ტექნოლოგია რენტაბელურია ეკონომიურად და უსაფრთხოა ეკოლოგიის თვალსაზრისით. არსებული ტექნოლოგიით მიღებული სოდა-პოტაში დეფიციტური და აუცილებელი პროდუქტია მრეწველობის განვითარებისათვის, ასევე კალიუმიანი პროლონგირებული ბიოსასუქის გამოყენება სოფლის მეურნეობის კულტურების ვეგეტაციისას, ამაღლებს მათ პროდუქციულობას.