მთავარი გვერდი ჩვენს შესახებ პროექტები განყოფილებები ინვესტიციები გალერეა კონტაქტი      
საინვესტიციო წინადადებები

 გარე კახეთში ტა­ლა­ხის ვულკანების მთელი რიგი უბნებია გამოყოფილი. ცალ­კეული ვულკანების ფართობი 50 000მ2 აღწევს, ხოლო ტალახის მოცულობა 400 000 მ 3 აღე­მა­ტე­ბა.
      აღნიშნული ვულკანების პროდუქტიულმა მასამ, როგორც სამკურნალო თვი­სებების მქონემ, მკვლევართა ყურადღება მათი შესწავლის პირველივე ეტაპზე მიიქ­ცია.
    ტიულკი–ტაფას უბანზე, სადაც ცალკეული ვულკანების რაოდენობა 100 მ-დე აღწევს, შემოთავაზებულია გამაჯანსაღებელ - ბალნე­ოლო­გიური კო­მპ­­ლექ­სის მოწყობა. თი­­­ხებისა და ქლორ-ნატრიუმიან-ნავთობიანი წყალ­­ხსნარების მედი­კა­მენ­ტოზური თვისე­ბების და­ზუს­ტებისა და სა­სარ­­­გებლო კომ­პო­ნენტების მარაგების დადგენის მიზნით დაგეგმილია სპეციალიზებული გეოლოგიური ძიებები და მედიკო-ბიოლოგიური დაკვირვებები.

 (საინვესტიციო წინადადება შემუშავებულია გეოლოგიური განყოფილების თანამშრომლებთან ერთად)