მთავარი გვერდი ჩვენს შესახებ პროექტები განყოფილებები ინვესტიციები გალერეა კონტაქტი      
საინვესტიციო წინადადებები

  ჟინვალის წყალსაცავის საპროპელური ნალექების შესწავლა  ბუნებრივი სასუქებისა და კერამიკული ნაწარმის ნედლეულის წარმოების მიზნით         

ჟინვალის წყალსაცავის ფსკერზე დაგროვილი ნალექები განიხილება, როგორც გე­ო­ლო­გიური ობიექტი, რომლის მასა სასარგებლო წიაღისეულს წარმოადგენს. წინას­წარი დაკვირვებების შედეგად გამოვლინდა, რომ ჟინვალის წყალ­სა­ცავის საპროპელური მასა მაღალი ხარისხის ბუნებ­რივი სასუქების წარმოებისათვის ვარგის ნედლეულს უნდა წარმოადგენდეს. აღნიშნული ფსკერული ნალექების მარაგები თვითშევსებადი და პრაქ­ტიკულად უშრე­ტია (1999 წლის მონაცემებით მათი რაოდენობა 20–25 მლნ. მ3 აღწევდა). ჟინვალის წყალსაცავის საპროპელური მასის ტერიგენული ფრაქცია შავფიქლებრივი წყებების დენუდაციის მასალას წარმოადგენს. ცნობილია, რომ ის ვარგისია კერამიკული წარ­მო­ე­­ბის ნედლეულად (აგური, კრამიტი), რაც ჟინვალის შლამური ნალექების წი­ნას­წარი კვლე­ვე­ბითაც დადას­ტურდა.         შეთავაზებული პრობლემის გადასაწყვეტად, აუცილებელია ჟინვალის წყალ­საცავის საპროპელური მასის გეოლოგიური მახასიათებლებისა და ფიზიკო-ქიმიური პარამეტრების შესწავლა, რისთვისაც დაგეგმილია სპეციალიზებული გეო­ლო­გი­ურ­ი სამუშაოებისა და პირველადი ტექნოლოგიური კვლევების ჩატარება.